logo
ENG



სულხან სალაძე: შეთანხმებას კი არ მიაღწიეს, ეკლესიამ უკარნახა პირობები ხელისუფლებას

15 აპრ 202023:17
3 წუთის საკითხავი
 

„საიას“ თავმჯდომარე სულხან სალაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ ხელისუფლების და საპატრიარქოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ხელისუფლებას ეკლესიამ უკარნახა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ტაძრები არ დაკეტილიყო.

მისივე განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ რელიგიური რიტუალების შესრულება შეიძლება შეიზღუდოს, თუკი ამის საჭიროება დგას.

„არანაირი კანონი დღეს საქართველოში არ მოქმედებს როცა ეკლესიაზე ვლაპარაკობთ. ყოველ შემთხვევაში მე ეს შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შეთანხმებას კი არ მიაღწიეს, ეკლესიამ უკარნახა პირობები ხელისუფლებას. ხელისუფლებას ყველანაირი სამართლებრივი წინაპირობა ჰქონდა იმისათვის, რომ დაედგინა ის წესი და სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ენის მოჩლექვით კი არ დაელაპარაკებოდა ეკლესიას ამ სიტუაციაში, არამედ დაუდგენდა კონკრეტულ წესებს. 

ჩვენ კონსტიტუციაში წერია, რომ რელიგიური რიტუალების შესრულება შეიძლება შეიზღუდოს, თუკი ამის საჭიროება დგება. ეს არის მეორე ნაწილი მე-11 მუხლის. ერთი-ერთი საკითხი მათ შორის არის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ პირობებში ყველა ვთანხმდებით, რომ ეს მოცემულობა არის“, - განაცხადა სულხან სალაძემ.


close დახურვა